Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712041&print=yes&view=jobs
 
წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
LTB LLC — ავეჯის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, 21-წლიანი გამოცდილებით, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ეძებს-წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერს.

როლი გულისხმობს ტექნოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებას, ინოვაციების დანერგვას და წარმოების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის თანაავტორობას, ადგილობრივი წარმოებისა და პარტნიორების გაძლიერების პარალელურად.

რას ველით კანდიდატისგან:

** ავეჯის წარმოების სიღრმისეულ ცოდნას და მასალების დამუშავების ტექნოლოგიებში თავისუფლად ორიენტირებას
** ავეჯის მწარმოებლებისთვის არსებული სერვისების დახვეწისა და ახალი საწარმოო სერვისების განვითარების ინტერესს
** კონსტრუირების პროგრამასთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას
** ციფრული და არაციფრული ჩარხების შესაძლებლობების გააზრებულ გამოყენებას
** ავეჯის დეტალების ტექნოლოგიურად სწორად მომზადების უნარს
** სისტემურ აზროვნებას, მუდმივი განვითარების სურვილს და საქმისადმი ნამდვილ ინტერესს

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოო გარემოს
** გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას და ჩართულობას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში
** საერთაშორისო ტენდენციების გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას უცხოელ პროფესიონალებთან
** პროფესიონალურ გუნდს, მშვიდ და თავისუფალ სამუშაო გარემოში, სადაც იდეებს რეალური მნიშვნელობა აქვს;

გაგვიზიარეთ თქვენი რეზუმე: vacancy@ltb.ge

subject ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების მითითება; "წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია