Робота для біженців з України
ტენდერი POSM შესყიდვაზე - ტექსტილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი POSM შესყიდვაზე - ტექსტილი
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
თანდართული ფაილი: 712035_lomisi_8695127.zip
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

ნომრით #- EF-GE/850
დანიშნულება: POSM შესყიდვა - ტექსტილი

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
** ნიმუშები.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნიმუშები, ფერები და ლოგოები არის პირობითი და შესაძლოა შეიცვალოს ეფეს საქართველოს ბრენდების შესაბამისად.

მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.

მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე.

ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებლები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.

შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.

აღნიშნული ნივთების შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად, სხვადასხვა რაოდენობით.
მოწოდების ვადები განისაზრვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.

გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის შემდგომ.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება: 02.04.2026 - 14:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 10.04.2026 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
ელ. ფოსტა: megi.maisuradze@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com

შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე