Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712034&print=yes&view=jobs
 
კონკურსი ლიდერობის აკადემიაში მონაწილეობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ლიდერობის აკადემიაში მონაწილეობაზე
მომწოდებელი: UN Women
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია გიწვევთ ლიდერობის აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, 2026 წლის 8-12 ივნისს, თბილისში, მონაწილეობა მიიღონ აკადემიაში, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორების ხელმძღვანელ პირებს მისცეს ცოდნა და უნარები, რაც მათ ჩამოაყალიბებს ლიდერებად გენდერული თანასწორობისთვის.

აკადემიაში მონაწილეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ფემინისტური ლიდერობა ა.შ. აკადემია დაეხმარება მონაწილეებს უკეთ გააცნობიერონ ურთიერთკავშირები გენდერულ თანასწორობას, დემოკრატიას, ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად განვითარებას შორის. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ თავად გახდნენ ცვლილებების ლიდერები და აქტიურად შეუწყონ ხელი პროგრესს გენდერული თანასწორობისთვის იმ სფეროებსა და ორგანიზაციებში, რომლებშიც საქმიანობენ

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და განაცხადების მიღების წესი

შერჩეული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** პროფესიული სტატუსი: კანდიდატი ამჟამად უნდა იკავებდეს საშუალო ან მაღალი დონის მმართველობით პოზიციას სამოქალაქო, საჯარო, კერძო ან აკადემიურ სექტორებში;
** სამუშაო გამოცდილება: კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით და/ან სტრატეგიული გავლენით;
** საგანმანათლებლო საფუძველი: კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან ეკვივალენტური პროფესიული კვალიფიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის საშუალო/სამუშაო დონეს სასწავლო პროცესში სრული ჩართულობისთვის.

აკადემიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და რეგიონებში მცხოვრები კანდიდატების მონაწილეობას.

რეგიონებიდან ჩამოსულ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების, ასევე ყველა მონაწილის სწავლების ხარჯებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაფარავს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაითვალისწინებს აკადემიის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და უზრუნველყოფს გონივრულ მისადაგებას (მაგ. ჟესტური ენის თარგმანი, ადაპტირებული სასტუმრო და სატრენინგო სივრცე და ა.შ.). შეხვედრები ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ტრენინგში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: natia.tsikvadze@unwomen.org

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი კანდიდატის ინტერესი და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია. ამასთან, კანდიდატი მოკლედ უნდა აღწერდეს, თუ როგორ აძლევს მისი ამჟამინდელი როლი და გამოცდილება საშუალებას, ხელი შეუწყოს ცვლილებების განხორციელებას მის ორგანიზაციაში, სამუშაო სფეროსა და/ან საზოგადოებაში.

გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ "გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლიდერობის აკადემია".

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 აპრილი.

ლიდერობის აკადემია ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ შესახებ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ქალთა უფლებების წინსვლასა და გენდერულ თანასწორობას, ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერებას. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტო და ქალთა სტატუსის კომისიის სამდივნო, ჩვენ ვმუშაობთ კანონების, ინსტიტუტების, სოციალური ქცევებისა და მომსახურებების ცვლილებებზე, რათა დავძლიოთ გენდერული უთანასწორობა და შევქმნათ თანასწორი მსოფლიო ყველა ქალისა და გოგოსთვის. ჩვენი პარტნიორობა მთავრობებთან, ქალთა მოძრაობებსა და კერძო სექტორთან, ასევე, გაეროს სისტემის მასშტაბით განხორციელებული კოორდინირებული საქმიანობა, პროგრესს მდგრად ცვლილებებად გარდაქმნის. ჩვენ ქალებისა და გოგოების წინსვლისთვის ოთხი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ: ლიდერობა, ეკონომიკური გაძლიერება, ძალადობისგან გათავისუფლება, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება და, ასევე, ჰუმანიტარული საქმიანობა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ქალებისა და გოგოების უფლებები ყოველთვის და ყველგან გლობალური პროგრესის ცენტრშია, რადგან გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ის ჩვენი მთავარი არსია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია