Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712033&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
შპს ავერსი-ფარმა აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის სტილში ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** ტრენდული ვიდეოფორმატების ადაპტირება კომპანიის კონტენტზე (Reels, TikTok, Stories);
** კონტენტის იდეების გენერაცია და კონტენტის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** სოციალური მედიის მენეჯერთან და დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** გადაღებებისთვის საჭირო გარემოსა და რეკვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
** აუდიტორიის მოთხოვნებზე დაფუძნებული კონტენტის ფორმატების შემუშავება;
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნება და გაძლიერება კონტენტის მეშვეობით;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** თვის აქტივობებისა და ღონისძიებების წინასწარი დაგეგმვა;
** სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად, სამუშაო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, PR-ის, ციფრული მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით);
** კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან სხვა მონტაჟის/დიზაინის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები);
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word); სასურველია Photoshop.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ინიციატივიანობა, პოზიტიური და კრეატიული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.04.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CcusZadU1C
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია