Робота для біженців з України
პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
კომპანია "Baumer" - "ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** ტექნიკური მენეჯერის ხელმძღვანელობით პროექტების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკის (timeline) შედგენა და განახლება/კონტროლი
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, პროგრესის კონტროლი და ინფორმაციის რეგულარული განახლება შიდა საკომუნიკაციო პლატფორმაზე (მაგ. Monday, MS Project)
** პროექტში ცვლილებების იდენტიფიცირება, აღრიცხვა
** სხვადასხვა ტექნიკურ და ოპერაციულ მიმართულებებს შორის ეფექტური კოორდინაცია ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერით
** დასრულებული პროექტების ანალიზში (lessons learned) მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ინჟინერია, პროექტ მენეჯმენტი ან დაკავშირებული მიმართულება)
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel და Word)
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ/სამუშაო დონეზე

უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები
** შეხვედრების დაგეგმვისა და წარმართვის უნარი
** დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე