|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სეიფთი პლუს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
შრომის უსაფრთხოების კომპანია "Safety Plus Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, პოტენციური მომხმარებლისთვის მომსახურების შეთავაზება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან პერიოდული კომუნიკაცია,
** მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ინიიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება;
** ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტული-მაღალი საბონუსე სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი თავისუფალი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: infosafetyplus.ge@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისის ჩათვლით
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|