Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ საოფისე გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამხმარე ბუღალტერი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და საოფისე წარმოებაში ჩართულობა;
** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვაში ჩართულობა;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარებაში ჩართულობა;
** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, უფროსი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა საოფისე-საბუღალტრო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** Microsoft Office (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ORIS 5 ან ORIS 7) - ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ (ბენეფიტები):

** კომფორტულ საოფისე სამუშაო გარემოს;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალურ ბენეფიტებს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას გამოცდილ გუნდთან ერთად.

კონფიდენციალურობა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დამხმარე ბუღალტერი)

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე