Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711905&print=yes&view=jobs
 
რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ რეკრუტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კომპანიაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისი თანამშრომლების შერჩევა დროულად და ეფექტიანად;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა და უზრუნველყოფა:
** ვაკანსიების იდენტიფიცირება;
** ვაკანსიის განაცხადის მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება და განთავსება;
** როგორც შემოსული აპლიკაციებით, ასევე სხვა არხებით, რელევანტური აპლიკანტების მოძიება/შერჩევა;
** გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;
** გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება;
** უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის;
** შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება;
** პირადი საქმისათვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** აპლიკანტების ბაზების უზრუნველყოფა და პერიოდული რეპორტინგი.
** ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის მართვაში ჩართულობა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით;
** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია