Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711824&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: Greeny
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
დასუფთავების კომპანია Greeny ეძებს კლინერს.

ჩვენ Greeny-ს გუნდი ვართ და უკვე ორ წელზე მეტია ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, დაზოგონ დრო და ნერვები - სტანდარტული და გენერალური დასუფთავების პროფესიონალურად შესრულებით.

დღითიდღე, უფრო მეტი მომხმარებელი გვენდობა, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრდით გუნდს და ვეძებთ საუკეთესო თანამშრომლებს.

რას მოიცავს თქვენი საქმიანობა:

** საცხოვრებელი ფართების სტანდარტული და გენერალური დასუფთავება;
** კომპანიის სტანდარტებისა და რეგლამენტების დაცვა;
** ზრდადი კომპანიაში მუშაობა კარიერული წინსვლის შესაძლებლობებით.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:

** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართულისა და რუსული ენების ცოდნა (საუბრის დონეზე);
** საქართველოს მოქალაქეობა ან მოქმედი სამუშაო ნებართვა (სავალდებულოა);
** ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების მუდმივად გაუმჯობესების სურვილი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, 1, 400-დან 2, 500 ლარამდე;
** სამუშაო განრიგს 5 სამუშაო დღე და 2 დასვენება, ან 2 სამუშაო დღე და 2 დასვენება, შეთანხმების საფუძველზე;
** სტანდარტული დასუფთავების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის ხარჯებს ჩვენ ვფარავთ;
** მაღალი ხარისხის აღჭურვილობას, რომელთან მუშაობაც სასიამოვნოა.

თუ დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით და გსურთ ჩვენს გუნდში შემოერთება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება Telegram-ზე @greeny_hr სათაურით "cleaner".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია