Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711813&print=yes&view=jobs
 
სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
"Premium Insurance Provider" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სადაზღვევო კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო და წერილობითი)
** სადაზღვევო კომპანიების მიერ გამოგზავნილი მომხმარებლების მომსახურება
** მიღებული ავტომობილის განფასება და დეფექტური აქტის შედგენა პროფესიონალი გუნდის ჩართულობით
** დაზიანებული ნაწილების იდენტიფიცირება და ბაზრის ფასების შედარება

მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საავტომობილო სფეროს საბაზისო ცოდნა
** Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი — 10:00-15:00
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@premiuminsurance.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია