Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711781&print=yes&view=jobs
 
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰელიოს ენერჯი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
მზის ენერგიის კომპანია ჰელიოს ენერჯი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ენერგიულ და ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც სიღრმისეულად ესმის ენერგეტიკისა და ელექტროობის სპეციფიკა და გახდება კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური პროექტების ეფექტურად დაგეგმვის, კოორდინაციისა და წარმატებით განხორციელების გარანტი.

"ჰელიოს ენერჯი" საქართველოში განახლებადი ენერგიის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი მისიაა მზის ენერგიის ათვისება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან პირველადი კავშირის დამყარება, საჭიროებების დაზუსტება, პროექტის პირველადი მონახაზის მომზადება და საწყისი შეთავაზების წარდგენა;
** ობიექტზე ვიზიტი და ლოკაციის დეტალური შეფასება; მზის ელექტროსადგურის სრულყოფილი საინჟინრო პროექტის შექმნა სპეციალიზებულ პროგრამებში (PV*SOL, PVSyst, AutoCAD);
** პროექტის სრული თვითღირებულების დათვლა, საბოლოო შეთავაზების მომზადება და კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადგურის კომპონენტების, მასალების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსის ოპტიმალური გადანაწილება და დაგეგმვა პროექტის განსახორციელებლად;
** ობიექტის მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა საველე ხელმძღვანელთან ერთად; შესრულებული სამუშაოს პერიოდული შემოწმება და ხარისხის კონტროლი;
** ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება, დამკვეთისთვის ჩაბარება და პროექტის ოფიციალური დახურვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით;
** ელექტროობისა და ენერგეტიკული სისტემების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული გაგება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სამუშაო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად).

უპირატესობად ჩაითვლება:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** AutoCAD, PV*SOL ან PVSyst პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის (Project Management) გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კლიენტებთან ურთიერთობის განვითარების, მოლაპარაკებების წარმოებისა და მათი მხარდაჭერის უნარი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე;
** სამუშაო დროის ეფექტური მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის მაღალი სტანდარტების დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guga@helios.ge
და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტების მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია