Робота для біженців з України
სოციალური მედია და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Elite Audit & Legal Services
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
Elite Audit & Legal Services აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ოფისი / ჰიბრიდული

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მართავს კომპანიის სოციალურ ქსელებს და აქტიურად მონაწილეობს ახალი კლიენტების მოზიდვაში.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram და სხვა)
** კონტენტის დაგეგმვა და მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და სერვისების შეთავაზება
** გაყიდვების პროცესის მართვა და შეხვედრების დაგეგმვა

მოთხოვნები:

** გამოცდილება სოციალურ მედია მენეჯმენტში ან გაყიდვებში
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** შედეგზე ორიენტაცია და პროაქტიულობა
** პასუხისმგებლობა

უპირატესობა:

** ბუღალტერიის, ფინანსების ან ბიზნესის სფეროს ცოდნა
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება:

** ფიქსირებული: 1500 ლარი
** ბონუსები გაყიდვებიდან
** ჯამური შემოსავალი: 2500+ ლარი

განაცხადი:

CV გამოგზავნა: eaudit.ge@gmail.com
სათაური: Social Media & Sales Manager

დამატებითი შენიშვნა:

პოზიცია არ არის მხოლოდ სოციალური მედიის მართვა — აუცილებელია გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა და შედეგზე ორიენტაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე