|
დასახელება:
ფინანსური ანგარიშგების აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
Elite Audit & Legal Services
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
"Elite Audit & Legal Services" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი/დისტანციური (ჰიბრიდული)
პოზიციის შესახებ
"Elite Audit & Legal Services" ეძებს გამოცდილ აუდიტორს, რომელიც ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესრულებაში და უზრუნველყოფს პროექტების სრულყოფილად განხორციელებას საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) შესაბამისად.
პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც შეუძლია აუდიტის პროცესის დამოუკიდებლად მართვა — დაგეგმვიდან საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე.
ანაზღაურება და პირობები:
** ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით
** საშუალო შემოსავალი: 4000 ლარი + ბონუსი თვეში
** მოქნილი სამუშაო ფორმატი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა და რისკების შეფასება
** აუდიტის პროგრამების და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება
** აუდიტის პროცედურების ჩატარება (substantive & analytical procedures)
** შიდა კონტროლის სისტემის შეფასება
** აუდიტის მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი
** ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობის შეფასება (IFRS/IFRS for SMEs)
** აუდიტის ანგარიშის და მენეჯმენტის წერილის მომზადება
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია და პროცესის კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში
** საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) პრაქტიკული ცოდნა
** IFRS ან IFRS for SMEs-ის ცოდნა
** ACCA (სასურველია დასრულებული ან მიმდინარე ეტაპზე)
** დამოუკიდებლად მუშაობის და პროექტის მართვის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და პროფესიული სკეპტიციზმი
** Excel-ის კარგი ცოდნა
რას გთავაზობთ:
** პროფესიულად საინტერესო და მრავალფეროვანი აუდიტის პროექტები
** დამოუკიდებელი მუშაობის მაღალი ხარისხი
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
** პროფესიული განვითარების გარემო
განაცხადის გაგზავნა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV: eaudit.ge@gmail.com
სათაური: "ფინანსური ანგარიშგების აუდიტორი"
|
|
|
|