|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ლეგნო
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ფარული კარების შოურუმი "ლეგნო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 1200 ₾ + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, შესასვლელი და შიდა კარების მიმართულებით
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული კარის შერჩევა დიზაინის, ბიუჯეტის, ზომებისა და სასურველი კომპლექტაციის მიხედვით
** პროდუქციის ღირებულების გამოთვლა;
** შეკვეთებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ინვოისები, ანგარიშები)
** მომხმარებლის სრული მართვა პირველი მომართვიდან მონტაჟის დასრულებამდე
** განმეორებითი და რეკომენდაციით მოზიდული მომხმარებლების მართვა
** შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, მათ შორის სოციალური ქსელებიდან შემოსულ მიმართვებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. განიხილებიან როგორც შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატები, ასევე ახლად კურსდამთავრებულები;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
** 1C Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: a.mchedlishvili@morelli.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|