Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711714&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის მართვა: კომპანიის ფინანსური ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება/ზედამხედველობა საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
** საგადასახადო დეკლარირება: პერიოდული (კანონით გათვალისწინებულ ვადებში) დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგება, ქონება) მომზადება და წარდგენა RS.ge.
** ფინანსური ანგარიშგება: მაღალი სიზუსტით საცდელი ბალანსის, ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების უწყისების მომზადება მენეჯმენტისთვის და მენეჯმენტის მოთხოვნით დაინტერესებული მხარისთვის.
** კონტროლი და რევიზია: ნაშთების კონტროლი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი, ბანკებთან და პარტნიორებთან შედარების აქტების გაფორმება.
** აუდიტთან თანამშრომლობა: მოწვეული აუდიტორული შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის კოორდინაცია.
** გუნდის მართვა: საბუღალტრო განყოფილების თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
** გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
** სერტიფიცირება: პრიორიტეტად ითვლება ACCA (სრული ან ნაწილი) ან CPA სერტიფიკატების ფლობა.
** პროგრამული უზრუნველყოფა: საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Fina, Oris, SAP, Microsoft Business Central) და MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** დროის მართვისა და მკაცრ ვადებში (Deadlines) მუშაობის უნარი.
** კოლეგიალური, გუნდური.

სამუშო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00 (არაუმეტეს 40 საათისა კვირაში);
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2026 წლის 1 მაისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია