|
დასახელება:
პირადი მძღოლი/კურიერი
|
| მომწოდებელი:
Ginda.Store
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ონლაინ მაღაზია "Ginda.Store" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის/კურიერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის 17
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გზავნილების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები.
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარება.
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
** ავტომობილის მოვლის წესების დაცვა, სალონის სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მართვის მოწმობა წლიანი გამოცდილებით - კატეგორია B (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: gindastore888@gmail.com
და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|