|
დასახელება:
შეფ დე პარტიე
|
| მომწოდებელი:
Royal Tulip Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: Chef de partie
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი და უსაფრთხო გამოყენება;
** კულინარიული ნაწარმის მომზადება ტექნოლოგიური ბარათებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით და დროულად მომზადება, მინიმალური დანაკარგით;
** თითოეული კერძის ხარისხის, მოცულობისა და შესაბამისი ტემპერატურის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა სამზარეულოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მათ ტრენინგსა და პროფესიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება 1800 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|