"BOA Design Studio"-ში ვქმნით ინტერიერის დიზაინს სახლების, კაფეების, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვადასხვა სივრცეებისთვის.
გვჭირდება ახალი გუნდის წევრი, რომელიც აქტიურად იმუშავებს გაყიდვების მიმართულებით, მოიტანს ახალ პროექტებს, შეუთანხმდება პირობებზე და გადასცემს ინტერიერის დიზაინერს და პროექტ მენეჯერს სამუშაოს შესასრულებლად.
ჩვენს გუნდს ესაჭიროება აქტიური, ცოცხალი და მოძრავი ადამიანი, ვისაც მხოლოდ პირველ ეტაპზე ექნება კომუნიკაცია კლიენტთან და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე მისი ჩართულობა იქნება მინიმალური.
ანაზღაურება მოხდება პროექტის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ბონუსები აქტიურობის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალია
სამუშაო სივრცე: BOA Studio & Cafe - Radio City
ლანჩი და ყავა ჩვენი გუნდის წევრებისთვის უფასოა.
თუ დაინტერესდებით მოგვწერეთ ინსტაგრამზე: boa.design.studio
|