|
დასახელება:
ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი TIVI
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
რესტორანი "ტივი" ეძებს ხელმძღვანელს (Promo Manager) ტურისტული კატერისა და გემის გასეირნების მიმართულებით, მტკვარზე
ძირითადი მოვალეობები:
** ქუჩის გაყიდვების ორგანიზება და მართვა (რიყე, შარდენი, ხიდები)
** პრომო პერსონალის მოძიება, შერჩევა და მართვა
** ეფექტური პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** გაყიდვებზე სრული პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია
** პრომო გუნდის მუდმივი მოტივაცია და კონტროლი
** ტურისტების მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან
** კონკურენციის პირობებში ძლიერი გუნდის შექმნა და შენარჩუნება
მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** უცხო ენების ცოდნა (აუცილებელია)
** მაღალი ენერგია და შეუპოვრობა
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** გუნდის მართვის გამოცდილება (სასურველია)
** ფინანსური მოტივაცია - სურვილი გამოიმუშაოს მეტი
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი არ არის პრიორიტეტი
** ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია შედეგზე (პროცენტული სისტემა)
** რაც მეტს გამოიმუშავებ - მით მეტს მიიღებ
პრიორიტეტები:
** კატერით/გემით გასეირნებაზე ტურისტების მოზიდვა (მთავარი მიმართულება)
** დამატებით - რესტორნის მიმართულებით კლიენტების მოზიდვა
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
** უყვარს მოძრაობა და დინამიური გარემო
** არ ეშინია ქუჩის გაყიდვების
** შეუძლია გუნდთან ერთად ბრძოლა შედეგისთვის
** და მთავარი - ფულზეა ორიენტირებული და მზად არის მაქსიმუმის გასაკეთებლად
თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გინდა დიდი შემოსავლის მიღება შენი შედეგით - ეს პოზიცია შენთვისაა. 577188858
|
|
|
|