Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი ჰორეკას მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ჰორეკას მიმართულებით
მომწოდებელი: Viva
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "ვივა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ჰორეკას მიმართულებით.

შპს "VIVA" კომპანიაა 15 წლიანი ისტორიით, რომელიც თანამშრომლობს როგორც ყველა მაღაზიების ქსელებთან აგრეთვე არაქსელურ მაღაზიებთან რომლის რაოდენობა შეადგენს 3 000- მეტს. პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: ბაკალეა, სასმელები, ტკბილეულობა, სნეკები და ა.შ.

გვაქვს საწყობები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირის ბოლოს, ქინძმარაულის ქ.
ანაზღაურება: კონკურენტული, ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას;
** პოზიციური ცვლილების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ ჰორეკა მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობითი ურთიერთობების გაფორმება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება და პრეზენტაციის წარდგენა კლიენტებისთვის;
** გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
** პოტენციური ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზის გამოვლენა და მოგვარება;
** პორტფელის დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** ახალი ობიექტის მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
გაყიდვების გეგმის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცდილება ჰორეკა მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი;
** საკუთარი ავტომანქანა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: s-o-s-o@mail.ru და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე