|
დასახელება:
სტაჟიორი - მშენებლობის ხარისხის მართვის სამსახურში
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - მშენებლობის ხარისხის მართვის სამსახურში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება და საჭიროების მიხედვით ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მეთოდოლოგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით
ანაზღაურება: 400 ნეტ ლარი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|