Робота для біженців з України
სტაჟიორი - მომსახურების ხარისხის მართვის ჯგუფში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი - მომსახურების ხარისხის მართვის ჯგუფში
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - მომსახურების ხარისხის მართვის ჯგუფში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების მონიტორინგში ჩართულობა;
** დასრულებულ სამშენებლო ობიექტებზე გეგმიური ვიზიტები მონიტორინგის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: 400-500 ნეტ ლარი

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე