Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Woerwag Pharma
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
კომპანია "ვიორვაგ ფარმა"-ს საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft-ის საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს: ეფექტურ საბონუსე სისტემა

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური დავალება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტებზე: info@woerwagpharma.ge, Tamar.Tsikurishvili@woerwagpharma.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო წარმომადგენელი - ქუთაისი".

საბუთების გამოგზავნა ა.წ. 5 აპრილამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე