Робота для біженців з України
დიასახლისი, ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა ნოემი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისისა და ადმინისტრატორის პოზიციებზე.

1. ესთეტიკური კლინიკა ეძებს პასუხისმგებლობიან და მოწესრიგებულ დიასახლისს, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის სისუფთავესა და ჰიგიენის მაღალ სტანდარტს.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენება 1 დღე.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

ძირითადი მოთხოვნები:

** სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების მკაცრი დაცვა
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** კლინიკის სივრცის ყოველდღიური დასუფთავება (კაბინეტები, მისაღები, სანიტარული სივრცეები)
** სამედიცინო ჰიგიენის ნორმების დაცვა
** სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენება
** ინვენტარის მოწესრიგება და კონტროლი

2. ადმინისტრატორი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ცვლებით, დასვენება 2 დღე
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

ფუნქციები:

** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
** ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: info@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე