Робота для біженців з України
ფინანსური ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: არქი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"არქი ჰოსფითალითი" არის არქი ჰოლდინგის შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენ ვეძებთ ფინანსური ოპერაციების მენეჯერს რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვაზე, კონტროლსა და ანალიზზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი
** ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და ფინანსური მონაცემების ზედამხედველობა
** ფინანსური რისკების შეფასება და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება
** შესყიდვების, ხარჯვითი ნაწილისა და cost contro-ის პროცესების კოორდინაცია
** ფინანსურ და სტრატეგიულ საკითხებზე მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა
** ფინანსური პროცესების გამართვა, სტანდარტიზაცია და ეფექტიანობის ზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსური მართვის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების და ანგარიშგების პრაქტიკული ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდების მართვის და პროცესების კოორდინაციის გამოცდილება
** Hospitality სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.Ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ოპერაციების მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2026.

გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე