Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711566&print=yes&view=jobs
 
ციფრული გაყიდვების განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული გაყიდვების განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: პი ემ ჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სამედიცინო კომპანია PMG აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციისა და ციფრული გაყიდვების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ სპეციალისტს, რომელსაც სასურველია ჰქონდეს გამოცდილება სამედიცინო პროდუქციის მიმართულებით და შეუძლია კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხების განვითარება და ოპტიმიზაცია.
პოზიცია გულისხმობს ციფრული პროცესების დანერგვას, ინვენტარის მართვის სისტემების გაუმჯობესებას და ისეთი სტრატეგიების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდასა და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** პროდუქციის გაციფროვნება და განთავსება ონლაინ პლატფორმებზე
** ონლაინ გაყიდვების არხების განვითარება (ვებგვერდი, მარკეტპლეისები და სხვ.)
** ინვენტარის მართვის პროცესების ოპტიმიზაცია
** მჭიდრო თანამშრომლობა საწყობთან, შესყიდვებთან და მარკეტინგის გუნდთან
** ახალი ტექნოლოგიების, პლატფორმებისა და ბაზრის ტრენდების მონიტორინგი და დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ელექტრონული კომერციის ან ციფრული გაყიდვების სფეროში
** სასურველია ცოდნა სამედიცინო პროდუქციის ბაზარზე
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** ციფრული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების კარგი ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სწრაფად განვითარებად კომპანიაში
** კონკურენტულ ანაზღაურებას ბონუს სისტემით
** თანამედროვე სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: webvacancy@pmg.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია