|
დასახელება:
ინტერიერისა და ავეჯის ტექნიკური მხაზველი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კომპანია ეძებს ოფისში, სრულ განაკვეთზე მომუშავე ინტერიერისა და ავეჯის ტექნიკურ მხაზველს (CAD Draftsman).
ძირითადი მოვალეობები:
** CAD პროგრამების გამოყენებით დეტალური ტექნიკური, საინჟინრო, ელექტრობის და არქიტექტურული ნახაზების შექმნა
** დასამზადებელი ავეჯის დეტალური 2D ესკიზებისა და სამუშაო ნახაზების მომზადება
** ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ზუსტი ზომებისა და სპეციფიკაციების ასახვა ნახაზებში
** ინტერიერის დიზაინერთან, არქიტექტორებთან და პროექტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა
** პროექტის მიმდინარეობისას ნახაზების განახლება/კორექტირება დიზაინერის ან დამკვეთის უკუკავშირის შესაბამისად
მოთხოვნები:
** აუცილებელია პროფესიული გამოცდილება ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის სფეროში
** ინტერიერის ტექნიკური, საინჟინრო და ელექტრობის ნახაზების შექმნის ცოდნა
** ავეჯის დეტალური 2D ესკიზებისა და სამუშაო ნახაზების მომზადების გამოცდილება
** CAD პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD ან Revit) და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების უნარი
** დეტალებისადმი ყურადღება და კონცენტრაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები გუნდთან და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის
** პროექტის ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციისა და მოკლე ვადებში მუშაობის უნარი
** ავეჯისა და ინტერიერის გეგმარების ერგონომიკული სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის ან მომიჯნავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@midamoarchitecture.com
|
|
|
|