|
დასახელება:
უმცროსი ექიმი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე.
ვაკანსიის მიღების პერიოდი - 2026 წლის 01 აპრილი - 01 მაისი;
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე;
პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება, დიპლომირებული მედიკოსი.
** პაციენტების პირველადი შეფასება და ანამნეზის შეკრება.
** ექიმის მითითებების შესაბამისად დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცესებში მონაწილეობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.
** პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ზედამხედველი ექიმისთვის.
** სამედიცინო პროცედურებში ასისტირება.
** ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სამუშაო საათები: ცვლებით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|