|
დასახელება:
ტექნიკის ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკის ელექტრიკოსის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო დრო: სრული
** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს http://cs.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** მძიმე ტექნიკის (თვითმცლელები, ექსკავატორები), სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა სპეც-ტექნიკის ელექტრო სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** ტექნიკის ელექტროგაყვანილობის, დამქოქავი და დამტენი სისტემების, განათების და სხვა ელექტრონული მექანიზმების შემოწმება და აღდგენა;
** დაზიანებული ელექტრონული დეტალების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება;
** ტექნიკის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად პრევენციული შემოწმებების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. (განვიხილავთ ნაკლები გამოცდილების მქონე, მოტივირებულ კანდიდატებსაც, რომლებსაც აქვთ საბაზისო ცოდნა და საქმის ადგილზე შესწავლის დიდი სურვილი)
** სატვირთო ავტომობილებთან, ამწე კალათებთან და მძიმე სპეც-ტექნიკასთან გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და ნახაზების წაკითხვის ცოდნა.
** ტექნიკური აზროვნება, საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-"ტექნიკის ელექტრიკოსი".
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|