Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711425&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
რესტორნების ქსელ "სტრადაში", რომელშიც წარმოდგენილია ამერიკული და აზიური სამზარეულო, შექმნილი შეფმზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ, გვაქვს ბუღალტრის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს და ინკასაციის კონტროლი;
** დებიტორებთან შეედარება და ჩარიცხვების კონტროლი;
** ანგარიშ/ ფაქტურების და ინვოისს გამოწერა;
** მასალა/ ნედლეულის ჩამოწერა;
** შიდა ტრანსფერების კონტროლი;
** პროგრამაში გატარების შესრულება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება.

მოთხოვნები:

** სასურველია განათლება საბუღალტრო/ფინანსების განხრით;
** საბუღალტრო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** პროგრამების (FMG SOFT, INFO საწარმო) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@stradacafe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია