Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711331&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: მენარდი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
საერთაშორისო კომპანია შპს "მენარდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები (დასავლეთ საქართველო)
სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში (უფლებამოსილების ფარგლებში);
** შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შემოწმებებში მონაწილეობა;
** ობიექტზე უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა.

უნარ-ჩვევები:

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;

დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: miranda.vazhbedashvili@menard-vibro.ae.

აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია