|
დასახელება:
უმცროსი ტექნიკური დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
უნიბოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კომპანია უნიბოქსის გუნდში ვეძებთ უმცროს ტექნიკურ დიზაინერს.
კომპანია უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საქმიანობს მაღალი ხარისხის ტალღოვანი მუყაოს ყუთების წარმოებით.
ადგილმდებარეობა: მცხეთა, ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:00;
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი საბეჭდი ფაილების მომზადება, როგორც ფლექსოგრაფიული, ასევე ოფსეტური ბეჭდვისთვის;
**გრაფიკული საბეჭდი ფაილების დამუშავება და დანის ნახაზზე მორგება;
**პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით პროდუქციის კონსტრუქციის დანის ნახაზების შექმნა.
** პროდუქციის დასამზადებლად კომპანიის სამუშაო პროგრამებში ინფორმაციის შეტანა/გაგზავნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაბამის/მომიჯნავე სფეროში);
** შესაბამისი მომზადება/გადამზადების პროგრამები;
**მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინუმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა:
** ნებისმიერი ვექტორული პროგრამა - CorelDRAW ან Adobe Illustrator;
**უპირატესობად ჩაითვლება Adobe Photoshop და Package Designer-ის ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
**ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
**საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ტექნიკური დიზაინერი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "უნიბოქს"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"უნიბოქსი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|