|
დასახელება:
ხარისხის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** წარმოებაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, განახლება და მუდმივი კონტროლი, მათ შორის FSSC 22000/HACCP სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხის განსაზღვრა-მონიტორინგი, სურსათის უსაფრთხოების-ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქტის შემოწმება, არაკონფორმული პროდუქციის იდენტიფიკაცია და მართვა;
** პერსონალის ჰიგიენური ნორმებისა და შენობის დასუფთავების კონტროლი;
** შიდა აუდიტის/ინსპექტირების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-გატარება. გარე აუდიტისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
** ხარისხის სისტემის დოკუმენტაციის, ჩანაწერების მართვა/არქივაცია;
** პერსონალის ტრენინგების, თანამშრომლების გადამზადების პროცესის მართვა;
** პრობლემური პროდუქციის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა;
** მომწოდებლების მიერ მოწოდებული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, სერტიფიკატების შემოწმება;
** ნედლეულის მიღება-გახარჯვის თარიღების და ნაწარმის ეტიკეტირების პროცესის კონტროლი;
** ფილიალების ქსელში პერიოდული ინსპექტირება, მათი სამუშაო პროცესის და გარემოს შესაბამისობის დადგენა;
** უზრუნველყოფს რისკების მართვას - საფრთხეების იდენტიფიკაციას, შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, პროდუქტის დაბრუნების პროცესის მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვაში (სასურველია საკონდიტრო/კვების წარმოებაში);
** HACCP და სურსათის უსაფრთხოების სისტემების ცოდნა;
** ISO / FSSC 22000 სტანდარტების ცოდნა;
** HACCP-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|