|
დასახელება:
სომელიეს დამხმარე/ღვინის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ლიტერა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს დამხმარე/ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის ღვინის შერჩევაში დახმარება და კონსულტაციის გაწევა სომელიესთან კოორდინაციით;
** ღვინის ბარათის დეტალური ცოდნა და სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ღვინის მარაგების მართვა, მიღება და სათანადო პირობებში განთავსება;
** ღვინის ჭიქებისა და აქსესუარების მოწესრიგება/მომზადება.
საჭირო უნარები:
** ღვინის სფეროთი დაინტერესება და საბაზისო ცოდნა (სომელიეს კურსების სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|