Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711134&print=yes&view=jobs
 
სამზარეულოს დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს დიასახლისი
მომწოდებელი: რესტორანი ლიტერა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სივრცის სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით);
** რესტორნის სამზარეულოს: შიდა და გარე სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის განმავლობაში წესრიგის შენარჩუნება.

საჭირო უნარები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია