|
დასახელება:
სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
პირობები:
** შრომის ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
სამუშაოთა მწარმოებელი პასუხს აგებს სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხზე, ვადებზე და ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. ის უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას, დადგენილი გეგმა-გრაფიკის, ბიუჯეტის და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სამშენებლო პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** გეგმა-გრაფიკების კონტროლი;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სამუშაოების რეპორტინგი;
** სამშენებლო მასალების, ადამიანური რესურსის და ტექნიკის აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომლობა პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან;
** შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენა.
აუცილებელი უნარები:
** სასურველია უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულებით. თუმცა, განიხილება მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტიც;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოსთან ადაპტაცია;
** ტექნიკური და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: info@loc.ge ან niniemuxvari@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
** საკონტაქტო პირი: ნინო ემუხვარი
** საკონტაქტო ნომერი: 574902277
|
|
|
|