|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Target Group
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
უძრავი ქონების კომპანია "Target Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: "Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში, უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით სამუშაო საათები: 11:00 - 19:00 კვირა: დასვენება
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული + საკომისიო სისტემა)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13
** ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო); ** სასურველია გამოცდილება გაყიდვების ან B2B მოლაპარაკებების მიმართულებით; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და აქტიური გაყიდვების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** B2B პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** უძრავი ქონების გაყიდვების მართვა ქართულენოვან ბაზარზე;
** ახალი კლიენტებისა და კომერციული ობიექტების მოძიება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
** შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** მონაცემთა ბაზასთან მუშაობა და ანგარიშგება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
** დროის მართვის და დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და მაღალი მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ბონუსებზე დაფუძნებულ წამახალისებელ სისტემას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მიმართულებით პროფესიულ მხარდაჭერას;
** საინტერესო პროექტებზე მუშაობას.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: Reservation@travaxo.ge
წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი / B2B - Target Group"
შესარჩევი პროცესი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შეინახება განსაზღვრული ვადით.
|
|
|
|