Робота для біженців з України
გარე გაყიდვების აგენტის/პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტის/პრომოუტერი
მომწოდებელი: SmartPaw
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
"SmartPaw" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის/პრომოუტერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 50 ლარი დღეში + ბონუსები

"SmartPaw" - ინოვაციური სტარტაპი, რომელიც ცვლის შინაური ცხოველების მოვლას კავკასიის რეგიონში, ეძებს გუნდის ახალ წევრებს. თუ თქვენ ხართ
ენერგიული, კომუნიკაბელური და მოტივირებული, შემოგვიერთდით გარე გაყიდვების აგენტის / პრომოუტერის პოზიციაზე. თქვენი როლი იქნება ჩვენი მომსახურების (შინაური ცხოველების საკვებით და პროდუქტებით რეგულარული მომარაგება) აქტიური პოპულარიზაცია თბილისის სხვადასხვა სივრცეებში, სადაც თავს იყრიან ძაღლების პატრონები.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს გარე ტერიტორიებზე ცხოველების პატრონებისთვის სერვისის შეთავაზებას.
** მომხმარებლების დაინტერესება და გაყიდვების ხელშეწყობა
** გარე ლოკაციებზე აქტიური პრომოუშენის განხორციელება
** მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** სასურველია გარე გაყიდვების, პრომოუშენის ან მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ენერგიულობა და მოტივაცია
** გამართული მეტყველება
** თავაზიანი და პოზიტიური დამოკიდებულება

კომპანია გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 50 ლარი დღეში
** ბონუს სისტემას
** სამუშაოს დაწყებამდე ტრენინგს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** გაყიდვების სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: george.abashidze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე