Робота для біженців з України
ფარმაცევტის თანაშემწე - ვაკე-საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტის თანაშემწე
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"PSP Pharma" - პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფლობს ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს. 1994 წლიდან კომპანია ზრუნავს საქართველოში მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე და ქმნის სანდო გარემოს მილიონობით მომხმარებლისთვის.

დღეს PSP წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ფართო და განვითარებულ სააფთიაქო ქსელს - 350ზე მეტი ობიექტითა და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი მომხმარებლით.

კომპანიის წარმატების საფუძველია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის, PSP აკადემია 2006 წლიდან უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი : კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლასთან ერთად დასაქმების ხელშეწყობას- ადაპტირებული სამუშაო გრაფიკი (6 ან 4 საათი);
** მხარდაჭერა გამოცდების პერიოდში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააფთიაქო პროდუქციის მიღება და განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილას შენახვის პირობების გათვალისწინებით;
** გამოწერილი ფაქტურის მიხედვით სააფთიაქო პროდუქციის შეგროვება და ფარმაცევტისთვის მიწოდება;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** საკუთარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფარმაცევტის თანაშემწე - ვაკე-საბურთალო

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 11 აპრილი.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე