Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=711034&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ტრიბა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა კაპიტალი", აცხადებს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის სტაჟირებას შემდგომში დასაქმების მიზნით იურიდიულ დეპარტამენტში.

სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება, ჩართულნი იყვნენ კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში, რაც მოიცავს შემდეგს:

** პრაქტიკულად ისწავლიან იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სარჩელების წერას, ხელშეკრულებების გაფორმებას;
** გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რასაც გადიან ჩვენი კომპანიის იურისტები მიმდინარე საქმეებზე მუშაობის პროცესში: სარჩელის მომზადება, სარჩელის შეტანა, სასამართლოში საქმის წარმოება;
** საშუალება ექნებათ დაესწრონ სასამართლო პროცესებს;
** შეძლებენ, გაეცნონ შიდა ორგანიზაციულ სამართლებრივ სტრუქტურას და მიიღებენ მონაწილეობას შიდა იურიდიული საქმეების წარმოებაში.

მოვალეობები:

** სარჩელის მომზადება;
** იურიდიული დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** ორგანიზაციაში არსებული ყველა სახის იურიდიული საქმიანობის განხორციელება (მათი კომპეტენციის ფარგლებში).

მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბაკალავრისტის/მაგისტრატურის);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hrtriba@gmail.com

ასევე, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

კომპანია ემიჯნება შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია