Робота для біженців з України
ბილინგის და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი - ახალქალაქი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბილინგის და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამელიორაციო განაცხადების გაფორმებისთვის აბონენტების სიის მომზადება და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა;
** წყალმომხმარებლებთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და მონაცემების ბილინგის სისტემაში ასახვა;
** ხელმოწერილი აქტების საფუძველზე ყოველთვიური დარიცხვების უწყისის მომზადება;
** დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
** აბონენტებთან კომუნიკაცია და დავალიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** აბონენტების დავალიანებების შესახებ ანგარიშების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე წარდგენა;
** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა B2 (გრამატიკულად), (სასურველია სომხური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა A2)
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, edocument, Outlook - მომხმარებლის დონე).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. ახალქალაქი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.04.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბილინგის და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე