|
დასახელება:
უფროსი არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
გრავიტა
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის პროექტებში — როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო მიმართულებით. პოზიცია მოიცავს პროექტირების სრულ ციკლს: ესკიზური ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების დამუშავება ყველა ეტაპზე (კონცეფცია → დეტალური დიზაინი → სამუშაო დოკუმენტაცია)
** მუშა ნახაზების მომზადება და დეტალიზაცია
** პროექტების კოორდინაცია მომიჯნავე დისციპლინებთან (MEP)
** მშენებლობის პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** დეტალური კვანძების დამუშავება და ოპტიმიზაცია
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სანებართვო მოთხოვნებთან (საჭიროების შემთხვევაში)
პროექტები:
** სამრეწველო ობიექტები (შოურუმები, სერვისცენტრები და სხვა)
** სამოქალაქო და კომერციული შენობები
** გარე სამშენებლო პროექტები სრული ჩართულობით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სარენდერო პროგრამების ცოდნა (3ds Max, Lumion, V-Ray ან სხვა)
** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება
** მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება და მუშა ნახაზების დამუშავება
** ძლიერი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები
** MEP დისციპლინებთან კოორდინაციის გამოცდილება
სასურველი კვალიფიკაცია:
** სანებართვო პროცესებისა და რეგულაციების ცოდნა
** სამრეწველო შენობა-ნაგებობებზე მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას
** პროექტირების სრულ ციკლში ჩართულობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: m.imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|