Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710937&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი, კონსულტანტი - თერჯოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი, კონსულტანტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

პოზიციები: მენეჯერი, კონსულტანტი

აღნიშნულ პოზიციებზე მოთხოვნილი ფუნქციები და მოვალეობები:

** გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდისთვის სამუშაოს სწორად გადანაწილება;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ახალი მიღებული თანამშრომლის (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ასევე Z-ის ფაილის წარმოება, ზედნადებების აღრიცხვა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;

აპლიკანტებთან, არსებულ ვაკანსიებზე, გასაუბრების შემდგომ, მათი გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად მოხდება შეთავაზების გაკეთება.

დამატებითი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;

სამუშაო ადგილი: თერჯოლა
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: კონსულტანტი -1100 გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1300 (+ბონუსი)
მენეჯერი - 1300 გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1500 ლარამდე (+ ბონუსი)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია