|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სეიფთი ჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
შპს "სეიფთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
შპს "სეიფთი ჰაბი" სპეციალიზირებულია პერსონალური დაცვის აღჭურვილობის (PPE), სპეც. ფეხსაცმლის და ტანსაცმლის იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ვაწვდით მაღალი ხარისხის პროდუქციას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებელი უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულად შესაბამისი პროდუქციით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 4 ჩიხი #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 800-1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტვირთის შემოსვლისა და გასვლის კონტროლი - დოკუმენტაციის (ზედნადები, ორდერები და სხვა) გადამოწმება/ატვირთვა;
** საწყობის პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** სატვირთო მანქანების დატვირთვა/გადმოტვირთვა;
** ტვირთის გადატანა/გადმოტანა ხელით ან სპეციალური საშუალებით (ურიკა, პლატფორმები);
** ტვირთის დასაწყობება და დახარისხება მითითებული წესების მიხედვით;
** ტვირთის შეფუთვა, გადაფუთვა და პალეტიზაცია;
** სამუშაო ზონის სისუფთავის უზრუნველყოფა და საწყობის წესრიგში ყოფნა;
** საწყობის პერიოდული აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** საბაზისო საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი (სასურველია);
** პასუხისმგებლიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@safetyhub.ge
|
|
|
|