Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710866&print=yes&view=jobs
 
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია IBC
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
IBC აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გზავნილების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარება;
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** ავტომობილის მოვლის წესების დაცვა, სალონის სისუფთავის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მართვის მოწმობა - კატეგორია B (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია