Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი პანორამა ქუთაისი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
ავეჯისა და საოჯახო ტექსტილის სახლი "პანორამა - ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

საქმიანობა: ბრენდული საოჯახო ტექსტილის, ავეჯისა და საოფისე ნივთების ადგილზე და ონლაინ რეალიზაცია

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 10

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული და საცალო შეკვეთების მიღება
** დამკვეთების მომსახურება
** ონლაინ გაყიდვები
** საკურიერო მიწოდების ორგანიზება
** გაყიდვების განხორციელება

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (ანალოგიურ სფეროში ერთ ადგილზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი - სასურველია)
** გაყიდვების პროგრამა FMG-ის, Excel-ის და სალარო ოპერაციების მინიმალური ცოდნა (ტესტირება Excel-ში)
** უმაღლესი განათლება

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + პრემია (საშუალოდ 1100-1300 ლარი შედეგის მიხედვით)

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. სასურველია სტაჟირების გავლა თბილისის ერთ-ერთ ოფისში.
ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

სამუშაო გრაფიკი: სრული

** 11:00-დან 19:30-მდე ზაფხულში (37.5 საათი კვირაში)
** 11:00-დან 19:00-მდე ზამთარში (35 საათი კვირაში)
** 2 დასვენების დღე

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pm.ge და subject-ში მიუთითოთ პოზიცია.

მოგვწერეთ Viber-ზე ან WhatsApp-ზე ნომერზე: 599 068 468

დაგვირეკეთ: 595 516 599

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნას სხვა მსგავს პოზიციაზეც ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც განაცხადი გაქვთ გაკეთებული, შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე