Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710841&print=yes&view=jobs
 
უნივერსალური მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მზარეული
მომწოდებელი: CNK Hotel
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
ე. ტატიშვილის ქ. 10 მდებარე, 25 ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი და ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "CNK Hotel/Cloud`s Restaurant & Terrace" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5/2 ცვლა, 9 საათიანი ცვლები; 07:30-15:30; ან 14:30 -22:30.
ანაზღაურება: 1 500 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვების მომზადება (სპაგეტები, პიცა, სალათები, ქართული კერძები, სხვ);
** შეკვეთების სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** სხვა მოვალეობები, როგორიცაა სამზარეულოს პერსონალის მომზადება; სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა;
მომხმარებლის საჭიროებებთან ადაპტაცია.
** იმ ფუნქცია მოვალეობების შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასი;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაო გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** კვება და უნიფორმა უზრუნველყოფილია;
** გუნდური ღონისძიებები და წვეულებები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: miminoshvili.m99@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 1 (ერთი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია