|
დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
დ&ლ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" 2008 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.dls.ge/
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე.
რეგიონი: სამეგრელო
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი
საჭირო კვალიფიკაცია:
** მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია;
** სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|