Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710787&print=yes&view=jobs
 
HR უმცროსი კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR უმცროსი კოორდინატორი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში სწავლებისა და განვითარების უმცროსი კოორდინატორის პოზიციაზე.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნესს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - ცხოვრების ჯერია!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

ტრენინგების დაგეგმვა:

** თანამშრომელთა კომპეტენციების ანალიზი და საჭიროებების იდენტიფიკაცია;
** დეპარტამენტების მიზნებთან და განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისი
** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა.

სასწავლო პროგრამების და რესურსების დაგეგმვა:

** შიდა და გარე რესურსების მოძიება ტრენინგების პროგრამების შემუშავებისთვის;
** ტრენინგების თემატიკის და სასწავლო მასალების განსაზღვრა;
** გარე ტრენერებთან ან პარტნიორებთან თანამშრომლობის ორგანიზება სასწავლო პროგრამების ფარგლებში. გარე და შიდა პარტნიორებთან კოორდინაცია.
** წლიური ტრენინგების გეგმის მომზადება;
** ტრენინგების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** ტრენინგების ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ტრენინგების დაგეგმვა-ორგანიზებაში ან სწავლებისა და განვითარების პროექტებში;
** ადმინისტრაციული ან საოფისე მხარდაჭერის გამოცდილება ტრენინგების პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება:

** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, განათლების, ადამიანური რესურსების ან ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სწავლების, სწავლება-განვითარების ან ორგანიზაციული განვითარების პრაქტიკული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური - (B2-C1)

დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სწავლებისა და განვითარების უმცროსი კოორდინატორის პოზიცია."

სს. "არდი" დაზღვევის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია