|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები
|
| მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
710756_btu_academic_positions_4225451.zip
|
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:
1. ბიზნესის ადმინისტრირება: პროფესორი - 03 ვაკანსია;
2. საჯარო მმართველობა: პროფესორი - 03 ვაკანსია;
3. განათლება: პროფესორი - 02 ვაკანსია;
4. ჯანდაცვა: პროფესორი - 01 ვაკანსია;
5. სოფლის მეურნეობა: პროფესორი - 01 ვაკანსია;
6. სამართალი: პროფესორი - 02 ვაკანსია;
7. ციფრული დიპლომატია და უსაფრთხოება: პროფესორი - 02 ვაკანსია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს "აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების" შესაბამისად:
აკადემიური ნიშნით პროფესორის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
** დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** დოქტორანტის ხელმძღვანელობის/თანახელმძღვანელობის გამოცდილება;
** ბოლო 5 წლის მანძილზე დადებითი Cite Score-ის ან/და დადებითი IF მქონე საერთაშორისო რეფერირებად-რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული არანაკლებ 02 სამეცნიერო, მათ შორის, ბოლო 3 წელიწადში არანაკლებ 01 სტატია საკონკურსო სფეროს შესაბამისად;
** საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე (კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები) წარდგენილი თეზისები ან/და კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი/პასპორტი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია (უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია:
** საკონკურსო სფეროში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების შემთხვევაში - სამეცნიერო ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მათ შორის ბიზნესი და ადმინისტრირების ნებისმიერ დეტალურ სფეროში, ეკონომიკაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** დოქტორანტის ხელმძღვანელობის/თანახელმძღვანელობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** საკონკურსო სფეროს შესაბამისად, ბოლო 5 წლის მანძილზე დადებითი Cite Score-ის ან/და დადებითი IF მქონე საერთაშორისო რეფერირებად-რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული არანაკლებ 02 სამეცნიერო, მათ შორის, ბოლო 3 წელიწადში არანაკლებ 01 სტატია დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე (კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები) წარდგენილი თეზისები ან/და კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები. დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა იმის დასტურად, რომ "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირს, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს მიერ არ აქვს ჩამორთმეული "საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება";
** თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ვადები:
** კონკურსის გამოცხადება: 27.03.2026;
** საკონკურსო საბუთების მიღება: 30.04.2026-08.05.2026 (18:00 საათი);
** საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების შექმნა: არაუგვიანეს 08.05.2026;
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 11.05.2026 - 15.05.2026;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 18.05.2026 (18:00 საათი);
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 19.05.2026 -20.05.2026;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - კვლევის კონცეფციის წარდგენა): 21.05.2026 - 25.05.2026;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 27.05.2026;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 29.05.2026.
დამატებითი პირობები:
** კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებულ ინფორმაციას. კონკურსანტი პასუხისმგებელია "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე. თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში - დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობას..
** იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირი აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გამოცემამდე უარს იტყვის ბტუ-სთან შრომითი ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვალოს კონკურსანტი, რომელმაც საკონკურსო ქულების გათვალისწინებით ამავე ვაკანსიაზე დაიკავა შემდეგი სარეიტინგო პოზიცია;
** აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 03 წელი;
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით, ბტუ-ს ელ.ფოსტაზე - vacancy@btu.edu.ge გაგზავნით.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: vacancy@btu.edu.ge
კონკურსანტთა ინფორმირებისთვის კონკურსის ყველა ეტაპის შედეგები შესაბამის ვადებში განთავსდება ბტუ-ს ვებ გვერდზე - https://btu.edu.ge/
კონკურსანტთა მიერ შესავსები ფორმები:
** კონკურსანტის განცხადება;
** კონკურსანტის ანკეტა.
კონკურსანტთა შეფასების ფორმები:
** კონკურსანტის შეფასება;
** კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება.
|
|
|
|